პირველი ნაბიჯები Node.js-ის ინსტალაციის შემდეგ

Node.js-ის ინსტალაციის შემდეგ, მოდით შევქმნათ ჩვენი პირველი ვებსერვერი. შექმენით ფაილი სახელად app.js შემდეგი შიგთავსით:

const http = require('http');
 
const hostname = '127.0.0.1';
const port = 3000;
 
const server = http.createServer((req, res) => {
  res.statusCode = 200;
  res.setHeader('Content-Type', 'text/plain');
  res.end('Hello World');
});
 
server.listen(port, hostname, () => {
  console.log(`Server running at http://${hostname}:${port}/`);
});

ახლა გაუშვით თქვენი ვებსერვერი ბრძანებით node app.js. თქვენს ბრაუზერში გახსენით მისამართი http://localhost:3000 და თქვენ იხილავთ შეტყობინებას „Hello World“.

Node.js-ის საწყისებთან დაკავშირებით მეტად ამომწურავი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი გზამკვლევი: შესავალი Node.js-ში.

ზემოთ